არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2019 15:59
არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებზეც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აქტიურ მუშაობას გეგმავს, მათ შორის, ახალგაზრდული და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე, რეგიონების გაძლიერების მიმართულებით.

საუბარი შეეხო დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ფართო ჩართულობის მნიშვნელობა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ტეგები