ნიკოლოზ ბასილაშვილმა „უიმბლდონზე“ პირველი გამარჯვება მოიპოვა
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2019 20:03
ნიკოლოზ ბასილაშვილმა „უიმბლდონზე“ პირველი გამარჯვება მოიპოვა

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „უიმბლდონზე“ პირველი გამარჯვება ურთულეს შეხვედრაშიმოიპოვა.

შეხვედრა, რომელიც 3:30 საათს გაგრძელდა, ბასილაშვილმა სიის 195-ე ნომერი, ბრიტანელი ჯეიმს უორდი დაამარცხა. პირველი ორი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 2:6 და 4:6 დათმო, თუმცა შემდეგ მატჩში გარდატეხა შეიტანა და ორი სეტი 6:4, 6:4 მოიგო. გადამწყვეტი მეხუთე სეტი ასევე ბასილაშვილის უპირატესობით 8:6 დასრულდა.

ბასილაშვილის შემდეგი შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება. ქართველი სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერს, ბრიტანელ დენიელ ევანსს შეხვდება.

ცნობისთვის, ტურნირის საპრიზო ფონდი 38 მილიონი გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ტეგები