სოლიდარობის აქციის გამო ქართველ მორაგბეებს რუსეთში კონტრაქტი შეუწყვიტეს
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2019 11:03
სოლიდარობის აქციის გამო ქართველ მორაგბეებს რუსეთში კონტრაქტი შეუწყვიტეს

ანტსაოკუპაციო აქციისადმი სოლიდარობის გამოხატვისთვის რუსულმა კლუბმა „სლავამ“ ქართველ მორაგბეებს, რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს კონტრაქტი შეუწყვიტა.

მატჩის დროს, ქართველმა მორაგბეებმა ლელო თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. სწორედ ეს გახდა მათი რუსული კლუბიდან გარიცხვის მიზეზი

„ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს", - განუცხადა რაგბი TV-ის რეზი ბროძელმა. მორაგბეები თბილისში ხვალ ბრუნდებიან.