დიდუბეში სამ თვეში სხვადასხვა ამხანაგობაში 37 პროექტი განხორციელდა
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2019 10:46
დიდუბეში სამ თვეში სხვადასხვა ამხანაგობაში 37 პროექტი განხორციელდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, სამი თვის განმავლობაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით 37 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

სამუშაოების ფარგლებში, ცხრა მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეიცვალა, მომზადდა შენობის გამაგრების სამი პროექტი, შეკეთდა ექვსი ამორტიზებული ლიფტი, სამ მისამართზე სადარბაზოებს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, ხუთ ამხანაგობაში საერთო სარგებლობის კიბე და კარი მოეწყო. ასევე, შიდა წყალარინების სისტემა მოსახლეობას ათ მისამართზე მოუწესრიგდა.

აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა განახორციელეს და მასში 510 814 ლარი დაიხარჯა.

დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო 27 მისამართზე მიმდინარეობს.