იტალიაში ვულკანი ამოიფრქვა - ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2019 10:59
იტალიაში ვულკანი ამოიფრქვა - ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

იტალიაში, სტრომბოლის კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა - ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა.

სააგენტო Ansa-ს ინფორმაციით, 35 წლის ტურისტი სიცილიიდან, ვულკანის კრატერთან ახლოს იმყოფებოდა და მას ქვა მოხვდა.

კუნძულზე სამხედრო გემი გაგზავნეს, ევაკუირებულია 70 ადამიანი.

კუნძულზე ასევე მეხანძრეები და სახანძრო ვერტმფრენია გაგზავნილი.

სტრამბოლის კუნძულის ვულკანი პლანეტაზე ყველაზე აქტიურია, ის 1932 წლიდან ამოფრქვევის მუდმივ მდგომარეობაში იმყოფება.