თამაზ ელიზბარაშვილი შსს-ს მიმართავს
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2019 14:13
თამაზ ელიზბარაშვილი შსს-ს მიმართავს

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე ჰასკის ფოტო გამოჩნდა, რომლსაც ყბის ძვლები აქვს გატეხილი.

ელიზბარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ძაღლის წამების გამოძიებას მოითხოვს.

„მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს !!!
გუშინ სოფელ ჭოპორტში სადისტურად ნაწამები ჰასკის შესახებ კონფედენციალურმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, კერძოდ ჯალათის სახელი, გვარი და სურათი.
მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს მისი სახე, გვარი და სახელი, რადგან შსს-ოს იმედი ნაკლებად გვაქვს რომ დასჯის დამნაშავეს.(მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასეთ დანაშაულზე სულ ახლახანს გაამკაცრეს)
სოფელ ჭოპორტის მცხოვრები, არსენა ვეშაგური, რომელმაც თანამზრახველ ვინმე გოგიტასთან (ზედმეტსახელად კოსტა) ერთად მავთულით ჩამოკიდა ეს ჰასკი და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.
ძაღლი ქალბატონ ელენე ათაბეგაშვილმა წუხელ გვიან ჭოპორტიდან ჩამოიყვანა ჩვენთან თავშესაფარში.
დილით გვყავდა ვეტ-კლინიკა აიბოში. ყბის ძვლები სულ დალეწილია. ჭამას ვერასოდეს შეძლებს. თუ სასწაული არ მოხდა მოგვიწევს ძაღლის დაძინება" , - აღნიშნულია ფეისბუქზე განთავსებულ ინფორმაციაში.

Tamaz Elizbarashvili dog shelter-ს ფოტო.

Tamaz Elizbarashvili dog shelter-ს ფოტო.