თბილისში სინათლის ფესტივალი გაიმართება
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2019 16:02
თბილისში სინათლის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 5-6 ივლისს 19:00 საათიდან 01:00 საათამდე მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება.

ფესტივალში მონაწილეობას ცნობილი კომპანიები მიიღებენ, რომლებიც დამთვალიერებელს განსაკუთრებულ სანახაობას ჰპირდებიან.

მათ შორის, სინათლით ხატვას, ჯადოსნურ ტყეს, მასშტაბურ ‘’სინათლის შოუს’’ და სხვა.