სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხანძარი გაჩნდა
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2019 10:07
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხანძარი გაჩნდა

მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა უკვე ჩააქრეს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო ზოლში დამწვარია ბუჩქნარი და ეკალბარდები.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობას 65-მდე მეხანძრე-მაშველის იღებდა.
საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართული იყო სომხეთის სახანძრო დანაყოფები.
აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის.

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია.

ტეგები