კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2019 10:31
კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კალიფორნიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის მაგნიტუდა 6.4 იყო. სტიქიამ მცირედი ნგრევა და ხანძრები გამოიწვია.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ რიჯკრესტის სიახლოვეს, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს, როგორც ნევადას, ასევე მექსიკის მცხოვრებლებმა.

მიწისძვრის გამო ქალაქის რეგიონული საავადმყოფოდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

პრეზიდენტ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყო.

მიწისძვრას 160-მდე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრეც 2.5-დან 4.6 მაგნიტუდამდე მერყეობდა. დასახლებაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ტეგები