რუსეთმა საფრანგეთს საქართველოს მოქალაქე გადასცა
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2019 10:43
რუსეთმა საფრანგეთს საქართველოს მოქალაქე გადასცა

რუსეთმა საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქე, სევდინ ბროიანი გადასცა.

ბროიანი ძებნაში დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და ფულის გათეთრებისთვის იყო გამოცხადებული.

სევდინ ბროიანი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 21 პირთან ერთად რეუტოვოში 2018 წლის აპრილში დააკავეს.

გარდა ამისა, ამოღებულია იარაღი, მიტაცებული ქონება და 60 ათასამდე ევრო.

pia.ge

ტეგები