სალომე ზურაბიშვილი - მინდა ყველას მოვუწოდო, წელს საქართველოში გაატარეთ შვებულება
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2019 13:36
სალომე ზურაბიშვილი - მინდა ყველას მოვუწოდო, წელს საქართველოში გაატარეთ შვებულება

მინდა ყველას მოვუწოდო, ამ წელს შვებულება საქართველოში გაატარეთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, აჭარაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა ტურიზმის მიმართულებით, თუმცა რეალურად არ შემცირებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვებით და ყველას მოვუწოდო, შვებულება წელს საქართველოში გაატარეთ. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე, მომავალ კვირას, როცა ჩამოვალ ბათუმში, სადაც მნიშვნელოვანი კონფერენცია გველოდება. ევროპასთან პარტნიორობის მეათე წელია, სადაც ჩამოვლენ ჩვენი პარტნიორები, ეს იქნება კიდევ ერთი ეტაპი საქართველოს დაახლოებისა ევროკავშირთან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



ავტორი - მერაბ წულუკიძე 

ტეგები