საქართველოს დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერი და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები ეწვევიან
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2019 16:49
საქართველოს დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერი და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები ეწვევიან

საქართველოს მომავალ კვირას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევიან.

საქართველოს საგარეო მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ბათუმში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

გარდა ამისა, სტუმრებს შორის იქნება ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი.

კონფერენცია ბათუმში 11-12 ივლისს გაიმართება. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ტეგები