ქარი და წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2019 16:57
ქარი და წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და 6 ივლისს ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 6 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

ტეგები