"მგონი დროა გავაცნობიეროთ, რომ 20 ივნისს რუსეთში გავიღვიძეთ" - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2019 20:07
"მგონი დროა გავაცნობიეროთ, რომ 20 ივნისს რუსეთში გავიღვიძეთ" - ნიკა გვარამია

"რუსთაი2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გაიდლაინი საქართველოს პროკურატურას: "ახლა საქართველოში ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით რადიკალური ექსტრემისტული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელის კოორდინირებაც დიდწილად საზღვარგარეთიდან ხდება, რაც ჩვენი აზრით, დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან" (c) ოკუპანტი გავრილოვი.

ხოდა პროკურატურაც მიყვება ზუსტად, ერთი ერთში. მგონი დროა გავაცნობიეროთ, რომ 20 ივნისს რუსეთში გავიღვიძეთ. არადა, მეც კი არ მჯეროდა თუ ასე ღიად წაგვათრევდა ოცნება პუტინთან", - წერს გვარამია.

ტეგები