ლედი გაგა ბრედლი კუპერისგან ბავშვს ელოდება
ამობეჭდვა · 06 / 07 / 2019 16:50
ლედი გაგა ბრედლი კუპერისგან ბავშვს ელოდება

ამერიკული ყვითელი პრესის ცნობით, ლედი გაგა ბრედლი კუპერისგან ბავშვს ელოდება. 

Latin Times-ის ცნობით, მომღერალმა ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მუსიკოსი ამტკიცებს, რომ ის და კუპერი მხოლოდ მეგობრები არიან. ერთ-ერთ ინტერვიუში კი თქვა, რომ როდესაც ბრედლი კუპერი მის სახლში პირველად მივიდა, მათ ორივემ თვალები დახუჭეს და ერთმანეთთან ძლიერი კავშირი იგრძნეს.

ბრედლი კუპერსა და მოდელ ირინა შეიკს რომანი 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ, მათ 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ.