„ცხედარს ქალის „ტუფლი“ ედო გულზე“ – რა ნახეს ქუთაისის სკოლის ეზოში მთიბავებმა
ამობეჭდვა · 07 / 07 / 2019 11:35
„ცხედარს ქალის „ტუფლი“ ედო გულზე“ – რა ნახეს ქუთაისის სკოლის ეზოში მთიბავებმა

ქუთაისში, 29-ე საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები "ტოპნიუსთან" ყვებიან, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში არასასიამოვნო სუნი იგრძნობოდა. ცხედარი დილის საათებში იპოვეს, როდესაც მთიბავები სკოლის ტერიტორიას ასუფთავებდნენ.

"არ ვიცით ვინაობა. როგორც ჩანს, დიდი ხნის გარდაცვლილია, სახეზე მიცვალებულის ამოცნობა შეუძლებელია", – აცხადებენ ადგილობრივები.

უცნობია რა ვითარებაში გარდაიცვალა შუახნის კაცი.

"ბევრი ხალხი იყო, პოლიციაც იყო მოსული, ეზოში იპოვეს. ამბობენ, რომ ეს კაცი იყო შარვალ-კოსტიუმში დამარხული, არ ჰქონდა სახე, ცალი ხელი ჰქონდა, ცალი არ ჰქონდა და გულზე ქალის "ტუფლი" ედო.ერთ მეტრზე იყო მიწა ამოთხრილი და მიწა ეყარა ზემოდანაც და ძაღლებმა ამოთხარეს", - ამბობენ თვითმხილველები.