მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 10:04
მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დილით დატოვა.
მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მას ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ადგილზე დაიღუპა. დავით სარალიძე კი, მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ტეგები