უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 10:31

უკრაინული საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებული ქართველი მომღერალი, ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა.

სუპერფინალის პირველ ეტაპზე ალექსანდრე ზაზარაშვილმა ნინო ქათამაძის სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. ამის შემდეგ ქართველმა მომღერალმა მენტორებთან, ჯგუფ „ვრემია ი სტეკლოსთან“ ერთად, მომღერალ კუზმა სკრიაბინის საკულტო სიმღერა, „ლიუდი, იაკ კარაბლი“ უკრაინულ ენაზე იმღერა. სუპერფინალის მეორე ეტაპზე, 12 წლის ქართველმა მომღერალმა სელინ დიონის ჰიტი, „ოლ ბაი მაისელფ“ შეასრულა.

ცნობისთვის, ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოს მასშტაბით პროექტ „ვოისის“ საუკეთესო მომღერლების რეიტინგში შეიყვანეს.
 

ტეგები