რუსეთში გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 12:04
რუსეთში გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

„ეს სიტუაცია არა მხოლოდ შემაშფოთებელია. აღშფოთებული ვარ იმ სიბინძურით, რისი უფლებაც თავს მსხვილმა ტელეკომპანიამ მისცა. ამ ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა არა პრეზიდენტ პუტინს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ლიდერის შეურაცხყოფის ფაქტზე ამ არამზადას წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. ეს ცივილიზებულ ჩარჩოებს სცდება. მე უფრო შორსაც წავიდოდი და სავაჭრო ემბარგოსა და ხისტ სანქციებს დავაწესებდი. ჩემი აზრით, რეაგირებას მალე უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რას იტყვიან ევროპელები“, - განაცხადა ჯაბაროვმა Russia Today-სთან საუბარში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.


გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ბოდიში მოიხადა.

imedinews.ge

ტეგები