ეს საქართველოს უბედურებაა - მარია ზახაროვა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 14:02
ეს საქართველოს უბედურებაა - მარია ზახაროვა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა "რუსთავი2"-ის ეთერში ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მიერ პუტის შეურაცხმყოფელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ეს საქართველოს უბედურებაა". ამის შესახებ tass.ru წერს.

თავის მხრივ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის ამ განცხადებას ოფიციალური მოსკოვი მიიჩნევს, როგორც ქართული რადიკალური ძალების  კიდევ ერთ ღია პროვოკაციად, რომელიც მიმართულია ქართულ-რუსული ურთიერთობების გაფუჭებისკენ.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, "რუსთავი2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "PS"-ში ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. ამ ფაქტის გამო ტელეკომპანიის გენდირექტორმა ბოდიში მოიხადა.

ტეგები