ეს არის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანას - „საქართველოს მწვანეთა პარტია“
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 14:17
ეს არის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანას - „საქართველოს მწვანეთა პარტია“

საქართველოს მწვანეთა პარტია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ 7 ივნიის, გადაცემა "PS"-ში რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფას არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან.

„საქართველოს მწვანეთა პარტია“ აღშფოთებას გამოხატავს ტვ. "რუსთავი 2"-ის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან! და მიგვაჩნია, რომ ეს არის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებას!
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ითხოვს პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
1. რატომ გაკეთდაა განცხადება რუსულ ენაზე? - იმიტომ ხომ არა, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავრცელებულიყო რუსულ მედიაში და რუსეთში ასიათასობით მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ (რომლებიც აქ თავის ოჯახებს არჩენენ), ტერორი და დევნა დაიწყოს?
2. რატომ გაკეთდა განცხადება რუსეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის წინა დღეს? - იმიტომ ხომ არა, რომ ის ტურისტებიც დაეშინებინათ, რომლებიც მიუხედავად აკრძალვისა მაინც აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას?
3. რატომ გაკეთდა განცხადება გავრილოვის პროვოკაციის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც უკიდურესად დაძაბულ ფონზე? - იმიტომ ხომ არა, რომ ოკუპანტს მიეცეს საბაბი, თავისუფლად იმოქმედოს საქართველოს წინააღმდეგ, თან ისე, რომ ჩვენ დაგვადანაშაულოს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა?
და მთავარი!!
4. რატომ არ გააგდეს სამსახურიდან ამ განცხადების გაკეთების შემდეგ გვარმია და გაბუნია რუსთავი 2-ის მფლობელებმა, რუსეთის მოქალაქემ და რუსმა ბიზნესმენმა ნაყოფიამ და რუსულ მსხვილ ბიზნესში („ბილაინი“ და სხვა) მყოფმა ძმებმა ყარამანიშვილებმა - იმიტომ ხომ არა რომ ეს პროვოკაცია სწორედ მათ დაგეგმეს, "ნაციონალურ მოძრაობასთან", სააკაშვილთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად?", - ნათქვამია განცხადებაში

ტეგები