"გაბუნიას ქმედება დასაგმობია, უფრო მეტად დასაგმობი კი პრორუსული ძალებია" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 16:01
"გაბუნიას ქმედება დასაგმობია, უფრო მეტად დასაგმობი კი პრორუსული ძალებია" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსლში "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

“პუტინის დედის ღირსების დამცველები გაბუნიას დედის ღირსებას რომ შეურაცხყოფენ დიდი აგზნებით, ყველაზე ამაზრზენნი მაინც ეგ ინდივიდები მგონია. გაბუნიას ქმედება დასაგმობია, უფრო მეტად დასაგმობი კი პრორუსული ძალებია. სანამ საქართველოში პრორუსული ძალები ბოგინობენ, ქვეყანა მუდმივად იქნება ამ მზარდ ჭაობში ”- წერს ფეისბუქზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ილია ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა "PS-ში ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.
 

ტეგები