პარლამენტთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის თავზე ლგბტ დროშა ფრიალებს
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 16:16
პარლამენტთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის თავზე ლგბტ დროშა ფრიალებს

პარლამენტთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის თავზე ლგბტ დროშა ფრიალებს. ამის შესახებ ipn.ge წერს.

დროშა ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა და ის აქციის მონაწილეთა თავზე, დრონის საშუალებით ფრიალებს.

ლგბტ თემის დროშის გამოჩენას აქციის მონაწილეთა მხრიდან ხმაური და გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის ლევან ვასაძემ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან მათი თქმით, "ეს ისეთი არაფერია".

"მათ არასოდეს არაფერი გამოუვათ არც ერთ დროსა და პერიოდში. მაქსიმუმ ასე, სათამაშოებით გამოხატონ ეს ყველაფერი," - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ტეგები