პრემიერი: ეს არ იყო რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები, ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ბელადის მხრიდან
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 16:46
პრემიერი: ეს არ იყო რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები, ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ბელადის მხრიდან

ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები; ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია, რომელიც მოდის “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ბელადის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ შეფასებებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა.

„ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება. ეს არავის არ გამოუვა. მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მხრიდან, მათ შორის სახელწიფო უწყებებისგან გაკეთდა განცხადებები, რომელიც ასეთ დროს უნდა გაკეთებულიყო. აქ შეფასება ერთმნიშვნელოვანია. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რა ამოძრავებს ამ დესტრუქციულ ძალას. მათ ამოძრავებთ ის, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფოებრიობა და პრობლემები შეუქმნან ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტეგები