ალექსანდრე ქანთარია: ის, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიხილეთ, ეს არის პროვოკაცია, შემაშფოთებელი გზავნილი და მანიაკალური წყურვილი ქვეყნის არევის
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 17:02
ალექსანდრე ქანთარია: ის, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიხილეთ, ეს არის პროვოკაცია, შემაშფოთებელი გზავნილი და მანიაკალური წყურვილი ქვეყნის არევის

ის, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიხილეთ, ეს არის პროვოკაცია, შემაშფოთებელი გზავნილი და მანიაკალური წყურვილი ქვეყნის არევის, დესტაბილიზაციის,  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ქანთარია აცხადებს.

"ეს არის ნიადაგის შექმნა ქვეყნის საწინააღმდეგო პროვოკაციული ქმედებებისთვის და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება. გაბუნიას ქმედება ცდება ჟურნალისტიკის და ტელეწამყვანის ჩარჩოებს. ტელეკომპანიის ქმედება და კონკრეტული ჟურნალისტის შეფასებები საერთაშორისო დანაშაულის ჭრილში იკვებება და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ქვეყნის მშვიდობისთვის საფრთხის შექმნისთვის. ეს კონკრეტული ტელევიზია უკვე დიდი ხანია გამოირჩევა არასახელმწიფოებრივი მიდგომებით და ახლა კი უკვე ყველა ზღვარს გაცდა. რეალურად სახეზე გვაქვს ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკა დამოუკიდებელი ტელევიზიის საფარქვეშ. ალბათ, „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა და პოლიტიკური პატრონები აცნობიერებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს და ამიტომ ასეთ მძიმე პროვოკაციასაც არ ერიდებიან. იმედი მაქვს, პროვოკაცია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მიზანმიმართულად მძიმე შედეგებზეა გათვლილი, სათანადოდ იქნება შესწავლილი და გამოძიებული!", - აღნიშნავს ქანთარია.

 

ტეგები