რუსეთის დუმამ საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 18:06
რუსეთის დუმამ საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმაში მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა 20 ივნისს რუსი დეპუტატის გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა გაამწვავა. 7 ივლისს კი ქართველმა ჟუნალისტმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა.

ტეგები