"დადგა დრო, გავცე პასუხი ყველა კითხვას, თუ რატომ ვტოვებ რ2-ს" - თენგო გოგოტიშვილი
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 18:38
"დადგა დრო, გავცე პასუხი ყველა კითხვას, თუ რატომ ვტოვებ რ2-ს" - თენგო გოგოტიშვილი

"რუსთავი2"-ის ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში იუმორისტულ სტატუსს აქვეყნებს:

"აშ ასე, დადგა დრო, გავცე პასუხი ყველა კითხვას, თუ რატომ ვტოვებ რ2-ს!
ნიჭს არ აფასებენ!
ცოდნას!
გამოცდილებას!
ამდენი წელი შევალიე იქაურობას და ელემენტარული ვერ დავიმსახურე! პირდაპირ ეთერში პუტინის გინებაზე რომ მიდგა საქმე, გაბუნიას აგინებინეს.
ამ დროს მე გაცილებით უკეთესი, მაღალმხატვრული, ხარისხიანი, ფანტაზიანი და მრავალფეროვანი რუსული გინება ვიცი!
და აქცენტიც, თუ მოვინდომე, უკეთესი მაქვს!
ბლია ბუდუ!
ჰოდა, კაროჩე, ნაკიპელო!
ვემშვიდობები ჩემს მაყურებელს სო სლეზამი ნა გლაზახ.
დო სლედუიუშჩეგო ვოსკრესენია!", - წერს ჟურნალისტი.

ტეგები