გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერეს
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 18:45
გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერეს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში", ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა.

თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით. შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ამზადებს ან/და მიჰყვას (არჩევანი, P.S.). 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა "PS-ში ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.

ტეგები