რუსი პოლიტიკოსები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 19:10
რუსი პოლიტიკოსები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრები პრეზიდენტ პუტინის შეურაცხყოფის გამო, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას და რუსული სასამართლოს წინაშე მის წარდგომას ითხოვენ. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინდმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა. ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.

„ამაზე იყო საუბარი დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს - რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა "PS-ში ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.

ტეგები