„რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი არხის გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 20:25
„რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი არხის გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი არხის გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

„არანაირი უფლება არ გაქვთ, ქართველი ხალხის სახელით გამოხვიდეთ. თქვენ ხართ პროვოკატორები“, - მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.

ამასთან, როგორც ტელეკომპანიასთან შეკრებილები აცხადებენ, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასთვის უფლებამოსილების მხოლოდ ორი თვით შეწყვეტა საკმარისი არ არის და ამით არხის ხელმძღვანელობა საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. ორი პიროვნება - ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ დატოვონ ტელევიზია. უფლებამოსილების მხოლოდ ორი თვით შეწყვეტა რა არის?“, - აღინიშნა აქციაზე.

ტეგები