გვარამია შსს-ს: ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 21:23
გვარამია შსს-ს: ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ

"რუსთავი2"-ის გენდირექტორი, ნიკა გვარამია შსს-ს მიმართავს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიის წინ, სადაც აქცია მიმდინარეობს, უკიდურესად დაძაბული ვითარებაა.

"სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია. ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას.

ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას", - წერს გვარამია.

ტეგები