გიორგი ვოლსკი: "რუსთავი 2" არის "ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტული განყოფილება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და კვლავ რუსული თემა აიღო
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 22:36
გიორგი ვოლსკი: "რუსთავი 2" არის "ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტული განყოფილება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და კვლავ რუსული თემა აიღო

„ანტისაოკუპაციო მანიფესტაციას, გარკვეული პრობლემები შეექმნა. პირველი იმიტომ, რომ კრისტალიზაცია მოხდა და ნაცმოძრაობა წარმოჩინდა როგორც ხელმძღვანელი ამ მოძრაობის და საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელიც ამაში მონაწილეობს იღებდა, დაინახა, რომ იმ ძალის გვერდით დგას, რომელმაც 2008-ში მიუხედავად პარტნიორი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის სულ სხვა საგზო რუქისა, სხვანაირად იმოქმედა და ძალიან სერიოზული კონსპირაცია მოხდა ისე, რომ რუსეთს საშუალება მიეცა არათუ შემოსულიყო, ოკუპაცია მოეხდინა, არამედ თავისი პოზიცია გაემყარებინა რეზოლუციებით, რომელსაც ნაცმოძრაობამ დაუჭირა მხარი,“-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „ იმედის“ ეთერში.

მისივე განცხადებით,უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლეენების შემდეგ სიტუაციამ სტაბილიზაციისკენ დაიწყო სვლა და ხელახალი ესკალაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხრიდან კვლავ რუსული თემის წამოწევას მოჰყვა.

„საზოგადოებამ დაინახა ისიც, რომ რეალურად ამ შემოჭრის დროს მომხდარი ეს უბედურება, არ იყო მსგავსი იმისა, რაც ნაცმოძრაობამ არაერთხელ ჩაიდინა, იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფოს პოლიტიკა იყო ისეთი. ახლა, სპონტანური, გამომდინარე ვითარებიდან შეიძლება იყო ძალის გადაჭარბება, არასწორი მოქმედებები, რეალურია, გამოძიება მიმდინარეობს და განსხვავება დაინახა საზოგადოებამ. ამას დაემატა კიდევ განცხადება იმის თაობაზე, რომ პროპორციული არჩევნებისთვის მზად არის ძალიან ბევრი პარტია და ახლა უკვე კონსულტაციები მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით.

საგარეო კურსთან დაკავშირებით, რაც მთავარია, დაინახეს, რომ დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მთელი პაკეტი დავამტკიცეთ გრანტებისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის საქააერთველოსათვის. საგარეო თემა მოიხსნა დღის წესრიგიდან მიუხედავად პროვოკაციისა რაც მოხდა. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და სიტუაციამ სტაბილიზაცციისკენ სვლა დაიწყო. აქედან გამომდინარე, ერთადერთი წაუგებელი სვლა იყო, რომ რუსთავი ორი გამოსულიყო და გაეკეთებია ის, რაც გააკეთა. რუსთავი 2 ხომ არის ნაციონალური მოძრაობის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული განყოფილება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და თემა აიღო, კვლავ რუსული რესურსი, კვლავ რუსული თემა, ისევე როგორც ეს ადრე მოხდა და კვლავ რუსუი რესურსით დაპირისპირება აწ უკვე საქართველოს ეკონომიკურ სისტუაციაზე,“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​
 

ტეგები