გაბუნიამ შექმნა ისედაც დაძაბულ ვითარებაში კიდევ ერთი არასასურველი დაძაბულობის კერა - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2019 10:43
გაბუნიამ შექმნა ისედაც დაძაბულ ვითარებაში კიდევ ერთი არასასურველი დაძაბულობის კერა - ნიკა გვარამია

"რუსთავი2"-ის გენდირექტორი, ნიკა გვარამია წერს, რომ არხის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას ორი თვით შეუჩერდა უფლებამოსილება.

"1. გაბუნიას უხამსობა იყო უადგილო, უგემოვნო და დამაზიანებელი საკუთრივ იმ ბრძოლისა, რომლის ნაწილიც უნდა ყოფილიყო ეს განცხადება.

2. გაბუნიას უხამსობა იყო მძიმე პროფესიული შეცდომა, რადგან არ შეიძლება გამოხატვა იმდენად მიუღებელი იყოს, რომ გადაფაროს ამ გამოხატვით გადმოცემული შინაარსი და ზიანი მიაყენოს ამ გამოხატვის ლეგიტიმურ მიზანს.

3. გაბუნიას უხამსობა იყო სრულიად შეუსაბამო ქვეყანაში და საკუთრივ ტელეკომპანია რუსთავი 2თან დაკავშირებით მიმდინარე კონტექტსთან. მან შექმნა ისედაც დაძაბულ ვითარებაში კიდევ ერთი არასასურველი დაძაბულობის კერა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შესაძლებელი გახადა უსაფუძვლო სპეკულაციების ცირკულირება არხის მხრიდან დაძაბულობის ინსპირაციის თაობაზე.

4. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არხის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას ორი თვით შეუჩერდა უფლებამოსილება. ეს შეზღუდვა ეხება იმ გადაცემებს, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას (არჩევანი და პოსტსკრიპტუმი)".