თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2019 12:50
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთში, ქალაქ ამასიაში, საქართველოს მოქალაქე, 60 წლამდე ქალი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. ქალს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მეზობლებმა ცეცხსასროლი იარაღის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებს მიმართეს.

ადგილზე მობილიზებული იყო, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

საცხოვრებელ ბინაში პოლიციამ ორი ცარიელი ტყვია აღმოაჩინა.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება და ეჭვმიტანილების დაკავებისათვის მოქმედებები დაიწყო.