სახინკლეებს საპილმენეები, ხაჭაპურს პიშკა დაერქვას - ინიციატივა რუსეთში
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2019 15:52
სახინკლეებს საპილმენეები, ხაჭაპურს პიშკა დაერქვას - ინიციატივა რუსეთში

რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ როსპოტრებრადზორს მიმართა ინიციატივით, რუსეთში ყველ სახინკლეს საპილმენე დაერქვას.

პარტიის თავმჯდომარემ იაროსლავ სიდოროვმა განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი ისტერიის შემდეგ ხისტი საპასუხო ზომებია მისაღები. 

"საქართველოში დასვენებას გვთავაზობენ, ყველგან ქართული სამზარეულოა. ეს პოლიტიკურად არასწორია, თავისდახრაა. ეს აკნინებს რუსეთს. გვაფურთხებენ, ჩვენ კი ვიწმენდთ", - აღნიშნა მან.

პარტია ქვეყანას სთავაზობს ყველა სახინკლეს საპილმენე დაერქვას და ცვლილებები ხაჭაპურსაც უნდა შეეხოს და პიშკა ეწეროს.