რაც შეეხება საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, მე ამას არ გავაკეთებ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო - პუტინი
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2019 16:56
რაც შეეხება საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, მე ამას არ გავაკეთებ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოდის.

„რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში სანქციების დაწესებას, მე ამას არ გავაკეთებ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა გამოვიდა, მიზეზად კი საქართველოში „ანტირუსული პროვოკაციები“ დაასახელეს.