ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 13:02
ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა

ნაგოია ბაშოზე თავის თავს არ ჰგავს ტოჩინოშინი, რომელმაც ჯერ ერთი შეხვედრის მოგებაც ვერ მოახერხა. შეჯიბრის მეოთხე დღეს ლევან გორგაძე მესამე მაეგაშირა დაიეიშოსთან, ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. ქართველი მებრძოლი, რომელსაც მუხლის მძიმე დაზიანება აქვს და თან ტურნირის წინ მხრის კუნთი გაიწყვიტა უმძიმეს სიტუაციაშია. მისი ფორმის გათვალისწინებით დადებითი ბალანსის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება და შემდეგ ბაშოზე ოძეკის ტიტული დასაცავი ექნება

ნაგოია ბაშოს მეოთხე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და მესამედ დამარცხდა. ის ჯურიოს დივიზიონის მეოთხე ნომერს, ვაკატაკაკაგეს დაუპირისპირდა და შიტატედაშინაგეს ილეთით წააგო.

ჯუღელის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 1:3-ზეა. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.