1 აშშ დოლარის ფასი 2.9100 ლარი გახდა
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 15:01
1 აშშ დოლარის ფასი 2.9100 ლარი გახდა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 3 ლარს აღწევს. საქართველოს ბანკში 1 დოლარი 2.916 ლარი ღირს, ევრო 3.288 ლარი. თიბისი ბანკში 2.9100 ლარი, ევრო - 3.2730.

რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 10 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9096 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8320 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0776-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2599 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1778 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0821-ით გაუფასურდა.