ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს ემუქრება
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 15:09
ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს ემუქრება

ისრაელის პრემიერმა , ბენიამინ ნეთანიაჰუმ, განაცხადა , რომ ებრაულ ფ-35-ებს შეუძლიათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ნებისმიერ ტერიტორიაზე შეღწევა და იერიშების მიტანა, მათ შორის, თეირანზეც. პრემიერმა, აღნიშნული განცხადება გააკეთა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთ ბაზაზე, სადაც F-35-ის ესკადრილიაა განთავსებული.

,,უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტიპის თვითმფრინავები ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებისთვის არიან მზად ახლო აღმოსაველთში , როგორც ირანში ასევე სირიაშიც’’ ,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ებრაული მხარის მიერ ფ-35-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენების ფაქტზე სირიაში განლაგებული ირანული ძალების პოზიციების დაბომბვისას.