საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 45-ე სესიაში მონაწილეობს
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 15:17
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 45-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ირაკლი აბუსერიძის ხელმძღვანელობით ქალაქ აბიჯანში, კოტ დიუარის რესპუბლიკაში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 45-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.



გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელსაც 50-მდე ქვეყნის 300 დეპუტატი ესწრებოდა განხილვის მთავარ თემას - „პარლამენტების როლი დემოკრატიის გაძლიერებაში“ წარმოადგენდა.



სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო როგორც პოლიტიკურ საქმეთა ასევე, განათლების, კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა კომიტეტების მუშაობაში.



კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს თემაზე: „შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლა“.



საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი აბუსერიძემ, კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული პროგრამებისა და განხორციელებული პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.



საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან - ფრანსუა პარადისთან, სადაც საქართველოსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.



სესიის ბოლოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ახალი თავმჯდომარე კოტ დიუარის რესპუბლიკიდან, ამადო სუმაორო აირჩიეს.



საქართველოს მხრიდან, სესიაში ირაკლი აბუსერიძე, გიორგი კახიანი და რუსლან პოღოსიანი მონაწილეობდნენ.