ზელენსკიმ უკრაინელი ჩინოსანი სხდომიდან გააგდო
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 16:37

უკრაინის პრეზიდენტმა ბორისპოლის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე სხდომიდან გააგდო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, თათბირზე რაიონული საავადმყოფოს საკითხს განიხილავდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკის იაროსლავ გოდუნკის შეძახილები არ მოეწონა და თანაშემწეებს მასზე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

მას შემდეგ, რაც მათგან ინფორმაცია მიიღო, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტია „ბატკივშინას“ წევრი გოდუნკი წარსულში მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, მას „ყაჩაღი" უწოდა და სხდომა დაატოვებინა.