ირაკლი ბერაია: „საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ ქმედებებს არ უნდა აჰყვეს“
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 17:17
ირაკლი ბერაია: „საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ ქმედებებს არ უნდა აჰყვეს“

პარლამენტის წევრი, ირაკლი (დაჩი) ბერაიას შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.



ირაკლი ბერაია: „ეკონომიკის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ლარის კურსის სტაბილურობას სჭირდება ქვეყნის სტაბილური ვითარება და პოზიტიური მოლოდინები. ნებისმიერი სახის დესტრუქცია მოქმედებს როგორც ინვესტიციებზე, ასევე ლარის კურსის გაუფასურებაზე.



დღეს ქვეყანაში ვხედავთ სიტუაციას, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საშუალებით ცდილობს მიზნის მიღწევას, რასაც ხელისუფლების და ძალაუფლების ხელში ჩაგდება წარმოადგენს და ამისთვის ისინი ანტისახელმწიფოებრივ და ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს ახორციელებენ. ამ დღეებში, რუსეთის მხრიდან სანქციების არ დაწესება, საქართველოსთვის შვებით ამოსუნთქვის საფუძველი გახდა და ეს ყველასთვის მისაღები იყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რადგან მათი ინტერესია, რომ ქვეყანა რთულ ეკონომიკურ ვითარებაში იყო.



ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი განშტოებებით და ტელევიზიით, იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები შემოდიოდეს, ურჩევნიათ ჭურვები ცვიოდეს ქვეყანაში, რუსი ტურისტების შემოსვლას, რუსი ჯარისკაცების შემოსვლა ურჩევნიათ. როდესაც ქვეყანაში კონკრეტული ძალა ცდილობს პოზიტიური ძვრების ნაცვლად დესტაბილიზაციის კერები შექმნას და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს ეკონომიკაზე და ინვესტიციებზე მოქმედებს.



მოუწოდებ საზოგადოებას, არ აყვეს იმ პროვოკაციებს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა გეგმავს, რადგან მათ, როგორც პოლიტიკურ ძალას, პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო“.