ჩერნობილის ზონაში “მწვანე დერეფანი” გაიხსნება
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 21:51
ჩერნობილის ზონაში “მწვანე დერეფანი” გაიხსნება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდმა ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩია. კენჭისყრა დღეს ორჯერ ჩატარდა.

პირველ ტურში ორ-ორი ხმა კანდიდატებმა, მერაბ წულუკიძემ და თინათინ ცისკარაძემ მიიღეს, ხოლო ბაჩო გურაბანიძემ ერთი ხმა მიიღო.

განმეორებითი კენჭისყრა წულუკიძესა და ცისკარაძეს შორის გაიმართა, თუმცა შედეგების მიხედვით, ორი ხმა მერაბ წულუკიძემ, ორი კი თინა ცისკარაძემ მოიღო. ბორდის ერთმა წევრმა დასახელებული კანდიდატებიდან ხმა არცერთს არ მისცა, მან ბიულეტენს აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სახელი და გვარი დააწერა.

ახალი კონკურსის თარიღის შესახებ ცნობილი 1 კვირაში გახდება.

აჭარის ტელევიზიის ბორდმა კენჭისყრა მაისის ბოლოსაც გამართა, მაშინაც კენჭი ორჯერ უყარეს, თუმცა კენჭისყრის შედეგად ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს ბორდის წევრებმა უნდობლობა ერთი თვის წინ გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს.