ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად რჩება
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 23:23
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად რჩება

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად რჩება. სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ არ დაუჭირა მხარი ერთ-ერთი დამფუძნებლის ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას გვარამიას გათავისუფლების შესახებ.

ნიჟარაძის მხარე დირექტორის გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კენჭისყრაზე აღნიშნულ მოთხოვნას თავად 9%-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ არ დაეთანხმა.