რობერტ დაუნი-უმცროსი ეკოლოგიურ პროექტს იწყებს
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 23:55
რობერტ დაუნი-უმცროსი ეკოლოგიურ პროექტს იწყებს

რობერტ დაუნი უმცროსმა და კომპანია Amazon–მა ერთობლივი ეკოლოგიური პროექტის შექმნის შესახებ განაცხადეს. Footprint Coalition–ის ოფიციალური პრეზენტაცია ლას ვეგასში გაიმართა. მსახიობის თქმით, ის შეშფოთებულია იმით, თუ რა რაოდენობის ნაგავი რჩება დედამიწის ზედაპირზე და განაცხადა, რომ მომავალი 10 წლის მანძილზე ამ პრობლემის მოსაგვარებლად იბრძოლებს.

“10 წლის შემდეგ 65 წლის ვიქნები და თუ ამ დროისთვის ცოტა მაინც დავალაგებთ ამ ქაოსს, აქ დავბრუნდები და პენსიაზე გასვლას დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნავ,” – განაცხადა დაუნი უმცროსმა.

დაუნი-უმცროსს პროექტის შესახებ დაწვრილებით არ უსაუბრია, თუმცა ეკოლოგიური პრობლემის აღმოსფხვრელად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპირებს.

„ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა გამოყენებული იქნას ადამიანისთვის სასარგებლო მიზნებისთვის“ - აცხადებს რობერტი.