დონალდ ტუსკი: საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 10:17
დონალდ ტუსკი: საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც

მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა, საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკმა, ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ განაცხადა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

მისი თქმით, 2019 წელი ევროპისთვისაც სიმბოლური დროა, ვინაიდან ევროპაშიც სხვადასხვა ღონისძიება აღინიშნება.

„დიდი პატივია მონაწილეობას ვიღებდე ამ კონფერენციაზე. არაჩვეულებრივ ქალა ბათუმში,სადაც ჩვენ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. ეს არის მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ევროპის ისტორიაშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღინიშნება. 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავს, რამაც დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისთვის პოლონეთისთვის. ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფსს, რომელიც დაიწყო დემონსტრაციებით თბილისში და სხვა ქვეყნებში. პოლონეთში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები შემოდგომაზე იმ წელს და ა.შ. გახსოვთ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო ამ ეპოქის უდიდესი შეცდომა. მე მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა, საბჭოთა კავშირის კოლაფსი, დანგრევა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო, ვიმსჯელოთ, თუ რა გზა გავიარეთ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს სვლა“, – განაცხადა ტუსკმა.

ტეგები