"გახარია გადადექი" - ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 11:06
"გახარია გადადექი" - ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო "შერატონთან", სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, აქცია ლოზუნგით -"გახარია გადადექი"მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები არიან.

მათი თქმით, სურთ, რომ ევროპელ ლიდერებს მიაწოდონ ინფორმაცია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მათ აქციაზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. საპროტესტო აქციები ორ კვირაზე მეტია, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც იმართება.
 

ტეგები