მამუკა ბახტაძე: ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობის და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით დღეს საქართველო საუკეთესო ადგილია რეგიონში ბიზნესის დასაწყებად
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 12:06
მამუკა ბახტაძე: ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობის და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით დღეს საქართველო საუკეთესო ადგილია რეგიონში ბიზნესის დასაწყებად

ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობის და კანონის უზენაესობის, ასევე ყველა უშუალო თუ სხვა მეზობელთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, დღეს საქართველო საუკეთესო ადგილია რეგიონში ბიზნესის დასაწყებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის პლატფორმა, რომლის მდებარეობაც კომპანიებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს.

„ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიულად განლაგებული საქართველო არის ბუნებრივი ხიდი ამ ორ კონტინენტს შორის, რომელიც ევროკავშირთან ვაჭრობაში მომსახურებას სთავაზობს ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას. ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო იქცევა ბიზნესის, ინვესტიციების, ფინანსების, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობის და ლოგისტიკის ცენტრად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები