დონალდ ტუსკი: რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები, უსამართლოა
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 12:12
დონალდ ტუსკი: რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები, უსამართლოა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, დისპოპორციული და უსამართლოა.

დონალდ ტუსკმა რუსეთის გადაწყვეტილებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები არის ერთი მხრივ, დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ამ შემთხვევაში ევროკავშირი სოლიდარულია საქართველოს მიმართ და მთლიანად ვადასტურებთ, საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას.

ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმების მიმართ, კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილებების საფუძველზე გრძელდება“, – განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, მისი თქმით, სასამართლო სისტემა უფრო მეტად იპოვებს საზოგადოებრივ ნდობას, ხოლო ეკონომიკა გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური ინვესტიციებისთვის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან ოფიციალურად შეწყდა.

ტეგები