ცხინვალელი ე.წ. ელჩის „აღმოჩენა“ ქართულ პროდუქტზე
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 12:48
ცხინვალელი ე.წ. ელჩის „აღმოჩენა“ ქართულ პროდუქტზე

ცხინვალის ე.წ. საელჩომ რუსულ ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობების კვლევისას აღმოაჩინა, რომ ღვინისა და სხვა ქართული პროდუქტების ეტიკეტზე დატანილ საქართველოს რუკაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გამოყოფილი არ არის.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში ე. წ. სამხრეთ ოსეთის საელჩო თავის საიტზე წერს.

„საქართველოში უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, ზვიად გამსახურდიას მმართველობასთან ერთად, რაც დღეს რუსოფობიისა და სხვა ერების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი პოლიტიკური ძალების ლეიმოტიტი გახდა, შეუძლებელია აღშფოთება არ გამოიწვიოს. საქართველოში ანტირუსული პოლიტიკის გატარება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან ერთად არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - წერია განცხადების ტექსტში.

ე.წ. საელჩოს განცხადებით, აღნიშნულის შესახებ უკვე ინფორმირებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

წყარო: m2b.ge

ტეგები